ოქროს საწმისის მითი და ხელოვნური ინტელექტი.
ჩვენ ვქმნით კავკასიის ტექნოლოგიურ ჰაბს.
„Fleece - X“ უკავშირდება „Golden Fleece“ - ოქროს საწმისის მითს, ხოლო „X“ - ინოვაციებს. ეს კომბინაცია გამოკვეთს ქვეყნის განვითარების მაღალ პოტენციალს, შესაძლებლობებსა და პროგრესს.
ჩვენ ვაშენებთ კავკასიის პირველ სრულფასოვან ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემას, სადაც იდეები იქცევა ინოვაციებად. აქ შენი ინტელექტი ქმნის პირად ოქროს საწმისს - ახალ კარიერას, სტარტაპს ან სამეცნიერო აღმოჩენას. საქართველო კვლავ ხდება ეპიცენტრი, სადაც მსოფლიო ახალ შესაძლებლობებს ეძებს.
ვქმნით საქართველოში სრულფასოვან ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების ეკოსისტემას. ვაერთიანებთ სწავლებას, კვლევასა და განვითარებას ერთ თვითგანვითარებად სისტემაში. იდეა იბადება, იზრდება და ხდება რეალობა. ჩვენი მიზანია გამოყენებითი მეცნიერება და ტექნოლოგიური განათლება ვაქციოთ პროგრესის საფუძვლად.

Fleece-X აგრძელებს საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური სივრცის ინტეგრაციას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ა...
სრულად ნახვა →
წარმატებით დასრულდა „ხარისხის აკადემიასთან“ სტრატეგიული თანამშრომლობის პირველი ეტაპი. პროექტის ფარგლებში, აკადემიის კვალ...
სრულად ნახვა →ჩვენი მიზანია შევქმნათ თვითგანვითარებადი სისტემა, რომელიც ეფუძნება სამ მთავარ სვეტს:
ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების, ტექნოლოგიური განათლებისა და ინოვაციურ აზროვნების ხელშეწყობა. ციფრული უნარების განვითარება.
ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევა, იდეების ექსპერიმენტირება და ჭკვიან სისტემებად გარდაქმნა.
იდეებისა და კვლევების სერვისებად გარდაქმნა და კომერციალიზაცია.
ფუნქციური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ბარტერული გაცვლის თანამედროვე შესაძლებლობებს. ... აქ შეგიძლიათ გაცვალოთ ნივთები ან მომსახურება ფულის გარეშე, იპოვოთ სასურველი ნივთი და შესთავაზოთ თქვენი სანაცვლოდ. პლატფორმა უზრუნველყოფს მარტივ კომუნიკაციას და უსაფრთხო გარემოს მომხმარებლებისთვის.
ინოვაციური პროექტი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს და ვითარდება. ... პროექტი აერთიანებს კვლევას, რობოტიკასა და წარმოებას. აქ იქმნება ავტონომიური სისტემები და ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური პროგრესის დაჩქარებას საქართველოში.
საგანმანათლებლო და შემეცნებითი პოდკასტები ხელოვნურ ინტელექტზე. მუშავდება ამჟამად. ... ჩვენი მიზანია გავაცნოთ საზოგადოებას AI ტექნოლოგიების უახლესი მიღწევები, განვიხილოთ ეთიკური საკითხები და მოვიწვიოთ ექსპერტები საინტერესო დისკუსიებისთვის.